საწარმოო ზონაში გამოყენებული სამუშაო ადგილის სკამები უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალურ მოთხოვნებს სამუშაო გარემოდან გამომდინარე. Bimos-ის სკამი საშუალებას გაძლევთ კომფორტულად იჯდეთ და ადგეთ. საწარმოო ზონაში გამოყენებული სკამები განსაკუთრებით მდგრადი უნდა იყოს გარემო პირობებიდან გამომდინარე - ნაპერწკლები, მტვერი, ცხიმი და ა.შ.
საჭიროების შემთხვევაში, სკამის საფარი ადვილად შეიცვლება, მაგრამ ბიმოსის სკამის საფარი ძალიან მდგრადია და რეცხვადი, ამიტომ იშვიათად საჭიროებს ცვლილებას.
Bimos-ის სამუშაო სკამი შეიძლება ოპტიმალურად მოერგოს თითოეულ მუშაკს: საზურგე და სავარძელი ანატომიურად არის შექმნილი, რომ უზრუნველყოს უმაღლესი დონის კომფორტი სამუშაოზე, ხოლო სკამის რეგულირებადი სიმაღლე საშუალებას გაძლევთ კომფორტულად დაიჭიროთ ფეხები. სკამები შემუშავდა ინდუსტრიის ექიმებთან და დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ასე რომ, Bimos-ის თითოეული სკამი არა მხოლოდ ერგონომიულია, არამედ გამძლეა და უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას.
Bimos, ინდუსტრიისთვის და ლაბორატორიებისთვის განკუთვნილი ერგონომიული სკამების წამყვანი მწარმოებელია. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Bimos-ი უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორის მუშაკებს პროდუქტიული, ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო ადგილებით.
ინდუსტრიაში ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, მოთხოვნები საოფისე სკამებზე მუდმივად იცვლება და Bimos-ის სკამები მუდმივად იხვეწება ჯდომის ტექნოლოგიის ცოდნით, სხვადასხვა სამედიცინო პროფესიონალებით, ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის ექსპერტებით (ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კომუნიკაციებისთვის, ენერგია და გარემო). Bimos-ის ერგონომიულ მექანიზმს აქვს 10 წლიანი გარანტია, პროდუქტები შეესაბამება DIN 68 877, GS სერთიფიკატს, ჰაერის სისუფთავის კლასის სერტიფიკატს DIN EN ISO 14644-1 (Cleanroom სკამები) და ESD დაცვის სერტიფიკატს EN 61340 (ESD სკამები).
დამატებითი ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ: https://www.bimos.com/B/uk-en/index.php