ჩვენი სამყარო ოდითგანვე მოძრაობს. ტექნიკური პროგრესი კი ჩვენს მანქანებსა და მათ მოძრაობებს უფრო და უფრო სწრაფსა და ზუსტს ხდის. ეს ქმნის ახალ გამოწვევებს მანქანების კომპონენტებთან მიმართებაში. ჯერ კიდევ 1964 წელს, igus-ის დამაარსებელს გიუნტერ ბლაზეს, გააჩნდა იდეა, შეექმნა დაბალი ცვეთისა და მაღალი ხარისხის პოლიმერებისაგან დამზადებული მამოძრავებელი პროდუქტები, რასაც დღეს მამოძრავებელ პლასტმასს უწოდებენ. პლასტმასის პროდუქტები უკეთესია გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც, რადგანაც უკეთესია მათი სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა და წარმოების პროცესში 50%-ით ნაკლები მინერალური ზეთი გამოიყენება, ვიდრე მსგავსი პროდუქტებისთვის რომლებიც ფოლადისგან მზადდება და 70%-ით ნაკლები, ვიდრე ალუმინის. 54,4 მილიარდი ტონა ლუბრიკანტის გათვალისწინებით, რომელიც ყოველწლიურად ხვდება გარემოში, igus-ის პლასტმასს, რომელსაც არ საჭიროებს შეზეთვას, თავისი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაში.